29.მარტი.2016 13:01
ეკონომიკა

ზურაბ კუკულაძე: სესხების ამომღები კომპანიები შანტაჟს და მუქარას იყენებენ

ზურაბ კუკულაძე: სესხების ამომღები კომპანიები შანტაჟს და მუქარას იყენებენ
"სესხების ამომღები კომპანიები შანტაჟს და მუქარას იყენებენ" - ამის შესახებ, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა, ზურაბ კუკულაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. კუკულაძე მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების რეგულირების პროცესში, ამომღები კომპანიების საქმიანობის მეთოდოლოგია კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს.
 
"ონლაინ სესხების საქმიანობაში უნდა გამოვყოთ სამი ეტაპი: მარკეტინგული საქმიანობის გატარება, სესხის გაცემისა და პრობლემური კრედიტების ამოღების პროცესი.

კომპანიებს უნდა დაევალდებულოთ უფრო სწორი და მეტი ტერმინოლოგიით საუბარი მომხმარებელთან. ძირითადად აქცენტი კეთდება ხოლმე უპროცენტო სესხებზე, ეს არის ძირითადად აქციების ფარგლებში და შემდეგ ნაწილში საუბარია არა საპროცენტო განაკვეთებზე არამედ თვიურ საკომისიოებზე.

მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს და თავიდანვე უნდა უთხრან, რომ ეს არის 500-600 და მეტი საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტი.

აუცილებელია მოხდეს სტანდარტიზაცია სესხის გაცემის. მოსახლეობას უნდა აეხსნას რა ღირებულება აქვს ამ სესხს. აუცილებელია გადახდიუნარიანობის შესწავლა.

პრობლემური სესხების ამოღებისას, არ გვაქვს საუბარი რეგულაციებზე, ვითხოვთ ელემენტარულად კანონის დაცვას. ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს შეუძლიათ, ისაუბრონ იმაზე, რომ ისინი არ წარმოადგენენ ამომღებ კომპანიებს, მაგრამ ეს არის ერთმანეთთან შეზრდილი ბიზნესი, - რომ არ იყოს ონლაინ სესხები ნაკლებ პოპულარული იქნება ამომღები ორგანიზაციები. ასეთი კომპანიები ყოველდღე იზრდება, რადგან იზრდება პრობლემული კლიენტების რაოდენობა.

პრაქტიკა ამტკიცებს, რომ ნებისმიერ სტუდენტს რომელსაც არ აქვს შემოსავალი შეუძლია აიღოს ონლაინ კრედიტი. სისტემა არის ისე მოწყობილი, რომ ნებისმიერი სესხი აუცილებლად დაბრუნდება უკან. ამომღები კომპანიები იყენებენ მუქარას, შანტაჟს და შეცდომაში შეყავთ მომხმარებელი.

ამომღები კომპანიების საქმიანობის მეთოდოლოგია არის კანონის ჩარჩოებში ჩასაყენებელი. ისინი მომხმარებლებს აშანტაჟებენ", - განაცხადა კუკულაძემ.

17.ივლისი.2019 23:00
172

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
420

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
262

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
90

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
114

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
229

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად