24.დეკემბერი.2015 14:57
ბიზნესი

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას ელოდება

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას ელოდება
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს გააუმჯობესებს. აბაშიძე განმარტავს, რომ სავიზო რეჟიმის გამო პრობლემებს აწყდებოდნენ სატრანსპორტო კომპანიები, რომლებისთვისაც უწყებამ სპეციალური ვიზებიც შეიმუშავა.
 
"ბუნებრივია, ეს სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. თუ საქმე აქვს ჩვენს ბიზნესმენს რუსეთში და იქ ვერ ჩადის, რანაირად უნდა მიხედოს ამ საქმეს. ძალიან დიდ სირთულეებს აწყდებოდნენ სატრანსპორტო კომპანიები, სპეციალური ვიზებიც კი შემოვიღეთ მათთვის. ჩვენი დიასპორა, რომლებსაც უამრავი ნათესავი, ახლობელი ჰყავთ აქ და ა.შ. ასე, რომ ეს ყველაფერს ხელს შეუწყობს. რუსეთში გამგზავრების მსურველი ფაქტია, რომ ძალიან ბევრი იყო და ასევე ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებოდით. დღე არ გავიდოდა, რომ 2-3 ადამიანს არ დაერეკა სხვადასხვა პრობლემების გამო. უფრო რთული შემთხვევებიც იყო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ვთქვათ, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შედიოდნენ არალეგალურად რუსეთში და დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ. ეს საკითხიც მოიხსნება. სერთო ჯამში, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ჩვენს მოქალაქეებს ბევრ პრობლემას მოუხსნის", - განმარტავს აბაშიძე.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურებს, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ვიზის გაფორმება უშუალოდ შვეიცარიის საელჩოში მოხდება.

"დღეს თუ საქართველოს მოქალაქეს რუსეთიდან ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა აქვს, მას თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციას შეუძლია მიმართოს და ამის საფუძველზე ვიზა გაიფორმოს. შეგახსენებთ, რომ სანამ ეს ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდებოდა, რუსეთში გამგზავრება ძალიან რთული იყო. მოწვევა უნდა ყოფილიყო აუცილებლად ან უახლოესი ნათესავისგან, ან რუსული უწყებისგან, ორგანიზაციისგან და ისიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვით. ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფორმულიდან საერთოდ ამოვარდა. მოწვევის მიღება პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება, ელექტრონული ვერსიითაც, რაც ძალიან ამარტივებს საქმეს. როგორც ჩვენ აგვიხსნეს, ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურში პასპირტის წარდგენით, როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სხვადასხვა ვადის ვიზები გაიცემა. რა თქმა უნდა რაღაც თანხის გადახდა საჭიროა და საბუთები ამის მიხედვით გაფორმდება. დღეიდან უკვე უნდა დაიწყონ ასეთი ვიზების ამოქმედება, მოწვევა ჯერჯერობით აუცილებელია. საწყის ეტაპზე შეიძლება ტექნიკური ხარვეზები და ნიუანსები იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად დარეგულირდება", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

15.ივნისი.2019 11:20
2819

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1033

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
291

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
435

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
549

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1157

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად