10.მარტი .2016 09:32

ზურაბ აბაშიძე: არ გამოვრიცხავთ, წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას

views 1163
უკან

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში გრიგორი კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება. აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრებენ.
 
"პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით, რაიმე სიახლე არ არის. საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავთ, რომ წელს სავიზო რეჟიმი მოიხსნას, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა