16.აპრილი .2016 10:18

ზუგდიდში მინერალური წყლის "ლუგელას" ქარხანას რუსი ინვესტორები აშენებენ

views 1456
უკან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ზუგდიდში ლუგელას სამედიცინო დანიშნულების წყლის ჩამოსასხმელ ქარხანას აშენებენ. როგორც პალატის ხელმძღვანელი, მამუკა წოწერია "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ინვესტორებმა რუსეთის ფედერაციიდან წყლის დებეტი შეისყიდეს, რომელიც კალცის შემცველია და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება.

ლუგელას სამკურანლო წყალი ჩხოროწყუს რაიონში მოიპოვება, ინვესტორები კი ქარხანას ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში აშენებენ, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. წოწერიას თქმით, წყლის მოპოვებაზე შპს "ანაკლიას" ლიცენზია სახელმწიფომ მისცა, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 2 მილიონი დოლარია. მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ჩხოროწყუში რუსი ინვესტორები სანატორიუმისა მშენებლობასაც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა