მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ველოსიპედიდან ჩაცხრილეს – მკვლელი დაკავებულია

5d60f88fc3731
მიხეილ ხაჩიძე
24.08.19 12:50
16458

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოკლეს. შემთხვევა გერმანიის დედაქალაქში, მოაბიტის რაიონში, ერთ-ერთ სკვერში, შუადღის 12:00 საათზე მოხდა.


თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლი ველოსიპედით გამვლელმა გაუხსნა და რამდენიმე მომაკვდინებელი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან ისევ ველოსიპედით მიიმალა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს.



 

ტერიტორიაზე მისულმა სამართალდამცველებმა ზონა გადატეკეს. სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, მდინარეში გადაგდებული ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, რომლითაც ხანგოშვილია მოკლული. პოლიციამ, ველოსიპედსაც მიაგდო, რითიც თავდამსხველი გადაადგილდებოდა. პროკურორების ცნობით, აღმოჩენილია დანაშაულის კვალი როგორც მოკლულის სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე.






"Berliner Kurier"-ი უწყება, რომ პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დამნაშავეც დააკავა. მამაკაცს, რომელმაც ხანგოშვილი მოკლა, დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩნდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც კრიმინალური დეპარტამენტის პროკურორიც არის ჩართული.

 



ხანგოშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლულის ოჯახის წევრიც დაკითხა.






შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა. არსებული ცნობებით, ზელიმხან ხანგოშვილს გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი და ბერლინში ცხოვრობდა.