მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი: სამწუხაროა, რომ ევროპელ პარტნიორებს ჩვენი არ ესმით

5d11fa659c16f
BM.GE
25.06.19 19:10
2279


სამწუხაროა, რომ ევროპელ პარტნიორებს ჩვენი არ ესმით -  ასე გამოეხმაურა უკრიანის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს.


როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა,  ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის გამო, იმედგაცრუებულია.

"წინა კვირას, ამ თემებთან დაკავშირებით საფრანგეთისა პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს ვესუაბრე, შევეცადე დამერწმუნებინა ბატონი მაკრონი და ქალბატონი მერკელი, რომ რუსეთის დელეგაციიისთის ასამბლეაში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდე მიეცათ, როდესაც რუსეთი სრულად გაიზიარებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპიებს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არ ესმით ჩვენი და სხვანაირად მოიქცნენ", -  წერს უკრაინის პირველი პირი.


ცნობისთვის: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირო რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთს დაუბრუნდა ხმის უფლება, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო წართმეული ჰქონდა.