მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

5cbd5d0cce11d
BM.GE
22.04.19 10:47
2979
უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, პირველ ბრიფინგზე უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პროკურორი ლუცენკო წარმოადგენს “ძველ გუნდს”, მას კი სურს, იმუშაოს ახალ ადამიანებთან, რომელთა მოწვევას აპირებს თანამდებობებზე.

რაც შეეხება ზელენსკის წინამორბედს, მილიარდერ პეტრო პოროშენკოს, ცნობილია მისი განცხადება, რომ ის ტოვებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისს, მაგრამ რჩება უკრაინულ პოლიტიკაში.

პოროშენკომ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თავი მრჩევლადაც შესთავაზა.

თავის მხრივ, პოროშენკოზე კომენტარი გაააკეთა ზელენსკიმაც.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ბატონმა პოროშენკომ მომილოცა და საკუთარი თავიც შემომთავაზა მრჩევლად ნებისმიერ საკითხზე და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, მექნება კავშირი პოროშენკოსთან. რაც შეეხება თქვენს (მედიის) კითხვას პოროშენკოს რაიმე თანამდებობაზე დანიშნვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხის განხილვა ნაადრევია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ საჭიროება იქნება, აუცილებლად დაეკითხება საზოგადოებას, სურთ თუ არა მათ იხილონ პრეზიდენტი პოროშენკო თანამდებობაზე.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.