მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ოქუაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

5d10735b468d5
BM.GE
24.06.19 10:49
1527
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ივანიშვილისა და მისი მთავრობის უსამართლო და მძარცველური რეჟიმის მხილების გამო, მოგმართავთ ლონდონიდან.

ვდგავარ საქართველოს ხალხთან, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად. მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე.

გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა, უნდა შეწყდეს მისი დანაშაულებრივი კრიმინალური მოქმედება.

საქართველოს ღირსების დაცვისათვის დაკავებული ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ.

ქვეყანაში უნდ მოხდეს ძირეული პოლიტიკური ცვლილებები, დასავლური ღირებულებებით, რათა თავისუფალმა ადამიანებმა აშენონ ქვეყნის მომავალი.

უნდა შეჩერდეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის ყველა ინსტიტუციის მიტაცება, კორუფცია და ბიუჯეტის ძარცვა, რათა არ დაიღუპოს ჩვენი ხალხის მომავალი და მმართველ ძალას ჯერ კიდევ ჰქონდეს შანსი მონანიებისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე შეწყალების თხოვნის.

ბოროტება და ღალატი განწირულია, სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!

ამისთვის ერთად ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.