23.აგვისტო .2019 15:40

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

views 584
უკან

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია "არქის" 13%–იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ BM.GE–ს კომპანიის ერთ–ერთმა მფლობელმა ილია წულაიამ განუცხადა.

"მოხარული ვარ, რომ "არქის" და ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც "არქია", რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. "არქი" დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანიაა, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს", - აცხადებს ზაზა ფაჩულია.

თავის მხრივ, როგორც BM.GE-სთან საუბრისას წულაიამ აღნიშნა, ზაზა ფაჩულიას მიერ განხორციელებული ინვესტიცია გათვალისწინებული იქნება როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტებში, თუმცა გასხვისებული 13%–ის ღირებულება არ დააკონკრეტა.

"ზაზასთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. ის კომპანიის სახე იყო წლების განმავლობაში და ორმხრივი სურვილი იყო, რომ იგი კომპანიაში პარტნიორად შემოსულიყო", – განაცხადა ილია წულაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა