მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

5d11011874121
ანნა ლაპიაშვილი
24.06.19 21:20
1724

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა და NBA-ის გულშემატკივრებსა და უცხოელ ტურისტებს საქართველოში იწვევს.

„ყველა გამომწერს, NBA-iს ფანებს მთელი მსოფლიოს გარშემო, მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს - ყველა თქვენგანს ვიწვევ ამ ლამაზ და საოცარ ქვეყანაში“, - წერს Facebook-ის, Instagram-ის და Linkedin-ის ოფიციალურ გვერდებზე ზაზა ფაჩულია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს ფარგლებში, 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირაპირი ავიამიმოსვლა იზღუდება.