26.მაისი.2019 13:35
მსოფლიო

ზაფხულის არდადეგებისთის 10 საუკეთესო ევროპული კურორტი

ზაფხულის არდადეგებისთის 10 საუკეთესო ევროპული კურორტი
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროპული ქვეყნები ტურისტებისთვის აქტიურად ემზადებიან.

წლევანდელი ზაფხულისთვის 10 საუკეთესო ევროპული კურორტი ბრიტანულმა სამოგზაურო სააგენტომ Lonely Planet-მა გამოავლინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რეიტინგში პირველ ადგილზე სლოვაკეთში მდებარე მთის მასივი, სახელად მაღალი ტატრები, იგივე ტატრას მთები გავიდა, რომლის სიმაღლეც 2 655 მეტრია.

გრანიტებით, გრანოდიორიტებითა და კირქვებით აგებული რელიეფი ალპური მთიანეთია. აქ ძველი გამყინვარების ნიშნებს, კარსტული ფორმებს, ტბებს, ჩანჩქერებსა და ნაძვნარ-ფიჭვნარით დაფარულ ხეობებსა და კალთებს ნახავთ. მისტიკური ლანდშაფტი იდეალურია მთის მოყვარულებისთვის.

მეორე პოზიციაზე ესპანეთის დედაქალაქი მადრიდია - ჯადოსნური ქალაქი, დიდი მუზეუმების სამშობლო, მხიარული, ბედნიერი ცხოვრების რიტმითა და ღამის გართობის კულტურით გამორჩეული ევროპული ქალაქი.

რეიტინგში მესამე ადგილი ჩრდილოეთ ისლანდიაში 900–კილომეტრიან საავტომობილო მარშრუტს Arctic Coast Way-ს ერგო, რომელიც ივნისის დასაწყისში იხსნება. ეს ადგილი 2019 წელს, მოგზაურთა ჰაილაითად არის დასახელებული. ტერიტორია 21 სოფელს და 4 კუნძულს მოიცავს. ვიზიტორებს ბუნების სილამაზით, ადგილობრივი კულტურის მრავალფეროვნებითა და უამრავი საოცარი ადგილით, დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდებათ.

მეოთხე პოზიციაზე ბოსნია-ჰერცოგოვინაა. ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა, თუმცა დედაქალაქ სარაევოს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. 1990-იან წლებში ბოსნიის ომის შემდეგ დაზიანებული ქალაქი ცოტა ხნის წინ აღდგა. სარაევოში საკმარისი რაოდენობის ისტორიული ძეგლები და მუზეუმებია იმისათვის, რომ ქალაქში სტუმრობა დაუვიწყარი იყოს. როგორც Lonely-Planet წერს, ქალაქი პოჩიტელი და ვიეტრენიცას მაღლობი, რომელიც ლუკომირთან ახლოს მდებარეობს, გამორჩეული ატრაქციონებია წლევანდელი ზაფხულისთვის.

მეხუთე ადგილზე იტალიის ქალაქი ბარი გავიდა, რომელსაც რეიტინგის შემქმნელები "გაცოცხლებულ ძველ ქალაქად" მოიხსენიებენ.

ზაფხულში სამოგზაურო საუკეთესო ადგილების ათეული ასეთია:

1. ტატრას მთები, სლოვაკეთი
2. მადრიდი, ესპანეთი
3. Arctic Coast Way, ისლანდია
4. ბოსნია-ჰერცოგოვინა
5. ბარი, იტალია
6. შეტლანდის კუნძულები, შოტლანდია
7. ლიონი, საფრანგეთი
8. ლიხტენშტეინი
9. ვევე, შვეიცარია
10. ისტრია, ხორვატია


ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
271

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
136

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
4653

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
574

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1562

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
825

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად