16.ივნისი .2019 00:10

ყველაზე ძვირაღირებული სათამაშოების რეიტინგი

views 1317
უკან

სათამაშოები ბავშვების ცხოვრებაში, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ამაზე არავინ დაობს, ამიტომაც ხშირად მშობლები, შვილების სიამოვნებაში ძალიან დიდ თანხას იხდიან, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ნივთი ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

deutsche bank-ის ექსპერტებმა ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოების რეიტინგი შეადგინეს, რომლის სათავეში სასახლე ასტოლატი დგას. მისი ღირებულება 8,5 მილიარდი დოლარია და ისტორია 1974 წლიდან იწყება, როდესაც მინიატურისტმა ელეინ დილმა მისი შექმნა დაიწყო და დაახლოებით, ორ წელიწადში დაასრულა.

მეორე ადგილს თოჯინა იკავებს სახელად L’Oiseleur, რომელიც ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც “ფრინველთა მტაცებელი”. სათამაშოს სიმაღლე 120 სანტიმეტრია და შემოსილია ცოცხალი კაბით, რომელზეც მომღერალი ფრინველებია გამოსახული და ფრთებსაც ამოძრავებენ; მისი ღირებულება კი, 6 მილიონს აჭარბებს.

მას სიაში მოსდევს კომპანია მადამ Alexander-ის მიერ 2000 წელს, დიზაინერებთან ერთად, ხელით შექმნილი თოჯინა ელიოზი, რომელიც, მორთულია ბრილიანტებით, ხოლო ქურქი ნამდვილი ბეწვისგან არის დამზადებული. თოჯინა 5 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა, სრულად ქველმოქმედებას მოხმარდა.

4 მილიონ 600 ათასი დოლარი ღირს სათამაშო ავტომობილი ლამბორჯინი, რომელიც მიახლოებულია რეალურ მოდელთან. მთავარი განსხვავება კი, ის არის რომ სათამაშო, მთლიანად მოოქროვილია და მასზე გერმანელმა ინჟინერმა რობერტო გულპენმა იმუშავა.

ხუთეულში მოხვდა საფეხბურთო ბურთი, რომლის ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს, ფასს კი წევს მისი დეკორაცია, რომელიც ბრილიანტებშია გადაწყვეტილი და 2 კილოგრამს იწონის; საიუველირო შედევრის შესაქმნელად, დიზაინერებმა 6 ათას 620 - თეთრი და 2 ათას 640 შავი სამხრეთაფრიკული ბრილიანტი დახარჯეს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშო დათვს კი, „ტედი“ ჰქვია და ის 2000 წელს გერმანული კომპანიის Steiff-ის მიერ არის შექმნილი. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბავშვებისთვის პირველი ფუმფულა სათამაშო შექმნა, მათგან ყველაზე ძვირადღირებული კი, ცნობილი ბრენდის Louis Vuitton-ის ტანსაცმელშია გამოწყობილი.

ძვირადღირებული სათამაშორბის რეიტინგში სახელდება თამაში „მონოპოლიაც“, რომელიც მოოქროვილია და 42 ბრილიანტით არის გაფორმებული.

მერვე პოზიციაზეა მილიონ 500 ათას დოლარიანი კუბიკ რუბიკი, რომელიც 13 კარატიანი ოქროთი არის დამზადებული. ამბობენ, რომ კუბიკ რუბიკი ლიდერია სათამაშოების სფეროში გაყიდვების კუთხით;

მეცხრე პოზიციაზეა ოქროს ცხენი, რომელიც საქანელას ფუნქციასაც ასრულებს და მისი ფასი 600 ათასს უტლდება; ბოლო მე-10 პოზიციას კი, 302 ათას 500 დოლარიანი სათამაშო ბარბი იკავებს.