12.ივნისი .2019 22:00

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში Amazon-ი ლიდერობს

views 729
უკან

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში Amazon-ი მოწინავე პოზიციაზეა.  

სააგენტო kantar-ის მიერ, რომელიც ბრიტანულ სარეკლამო ჯგუფ WPP-ს ეკუთვნის, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამერიკულმა გიგანტმა Apple-ი  და Google-ი ჩამოიტოვა და ყველაზე ძვირადღირებული ფირმების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.


ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმისა და ტექნოლოგიური კონცერნის ღირებულება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში  52%-ით გაიზარდა და 315,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple-ი, რომლის ფასმაც 3%-ით მოიმატა და 309,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას კი მესამე პოზიციით, Google-ი მოსდევს, რომლის ღირებულებაც 309 მილიარდი დოლარი ფიქსირდება.