25.აგვისტო .2019 15:05

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

views 163
უკან

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ქრობითი სამუშაოები. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოებიანი ტექნიკა, რომელიც წყალს ჩვენს მეხანძრე–მაშველებს მიაწვდის.

ასევე, გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა, უკვე გაყვანილია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები", – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა