მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყახაზეთი საქართველში ნავთობქიმიური საწარმოს გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს

5cbdd070ab765
თელარა გელანტია
22.04.19 19:00
834
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყახაზეთი საქართველში ნავთობქიმიური საწარმოს გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს.

ყაზახეთში საქმიანი ვიზიტით ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ყაზახური ინვესტიციის შესაძლო განხორციელებაზე საქართველოში, კერძოდ, ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოში ნავთობგაზოქიმიის ნედლეულის გადამუშავებას და მესამე ქვეყნებში საბოლოო პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას. 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშავებთ და ამან, შესაძლოა, ნავთობქიმიის გადამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს," -
აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, „ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნავთობის მზარდი მოპოვების ფონზე, ჰქონდეთ იმ მარშრუტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნულ პროდუქციას დასავლურ ბაზრებს მიაწვდიან. ამ თვალსაზრისი,თ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უფრო მეტად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ბაზრის მიმზედველობა ჩვენი ყაზახი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბავთან შეხვედრის შემდეგ. 

მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის ოქმს. 

ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან.