19.აპრილი .2016 11:42

ყალბი ბრენდების ინდუსტრია 461 მილიარდ დოლარს აჭარბებს

views 1094
უკან

მსოფლიოში ფალსიფიცირებული და ყალბი ბრენდების ინდუსტრია 461 მილიარდ დოლარს აჭარბებს. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, ყალბი ბრენდებით ვაჭრობა მსოფლიოში 2013 წელს მთლიანი ვაჭრობის 2,5 პროცენტი იყო.
 
ასევე, როგორც კვლევიდან ირკვევა ყველაზე ხშირად მსოფლიოში Nike-ის, Ray Ban-ის, Rolex-ისა და Louis Vuitton-ის ყალბი პროდუქცია იყიდება.

პროდუქციებს შორის კი ტანსაცმელი და გაჯეტები ლიდერობენ. ტრადიციულად, ყველაზე მეტი ყალბი და ფალსიფიცირებული პროდუქცია ჩინეთში მზადდება. ყალბი პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 5%-ს შეადგენს.