15.მარტი.2016 16:14
კრიპტოვალუტები

ხვალიდან, მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდებისა და საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია იწყება

ხვალიდან, მასწავლებლების, სამაგისტრო გამოცდებისა და საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია იწყება
16 მარტიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება.
 
აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულება „მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გაიყო ორ ნაწილად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

სიახლეა მასწავლებელთა (პედაგოგობის მსურველთა) გამოცდებზეც - რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს, ასევე მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს (პედაგოგობის მსურველებს).

2016 წელს აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს (აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს).

18.აგვისტო.2019 20:05
494

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად
01.აგვისტო.2019 18:00
938

გაძვირდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი - კომპანიების მოლოდინი

ვრცლად
15.ივლისი.2019 21:00
3133

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
5596

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
11069

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10534

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად