16.მაისი.2019 18:16
ეკონომიკა

“ხულოს ბიუჯეტიდან 72 000 ლარი დაიხარჯა თავშესაფარში, რომელშიც არავინ შეუსახლებიათ”

“ხულოს ბიუჯეტიდან 72 000 ლარი დაიხარჯა თავშესაფარში, რომელშიც არავინ შეუსახლებიათ”
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2012 წელს ხულოს მუნიციპალიტეტ სოფ. სხალთაში გარემონტდა საავადმყოფოს ყოფილი შენობა, სადაც მოეწყო სოციალური საცხოვრისი სხალთა/ხიხანის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრებელი სტიქიური მოვლენების გამო დაკარგეს. რეაბილიტაციის შედეგად 7 ბინა მოეწყო საცხოვრებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საცხოვრისის მოწყობა ბიუჯეტს 72 000 ლარი დაუჯდა, იქ დღემდე არავინ არ ცხოვრობს და მოუვლელობის გამო შენობა ზიანდება.

“ადგილობრივების განცხადებით, სოციალურ საცხოვრებელში მხოლოდ რამდენიმე “მორჩილი” და მღვდლის ოჯახი იყო მცირე ხნით შესახლებული, რომელთაც ზოგიერთი ბინა საკუჭნაოდაც ჰქონდათ გამოყენებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ხულოს მოსახლეობის 32%- ზე მეტი სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება , ხოლო დაახლოებით 9% სოციალურ პაკეტს იღებს სახელმწიფოსგან.

2012 და 2013 წლებში ორჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯა ხულოს ბიუჯეტიდან ხულოს შეჭირვებული მოსახლეობის უფასო სასადილოებით უზრუნველყოფისთვის, ვიდრე ამ სოციალური საცხოვრისის მოწყობაში – საცხოვრისის, რომელიც მოუვლელობით ნადგურდება ( 2012 - 34 150 ; 2013 - 33 833 )”,- ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

26.მაისი.2019 22:03
69

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
226

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
500

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
517

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად