25.აპრილი .2016 15:14

ხმის ჩამწერი სტუდიები Youtube-ს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

views 1513
უკან

ხმის ჩამწერი სტუდიები Universal Music Group, Sony Music და Warner Music Group-ი YouTube-ს ადანაშაულებენ. კომპანიების ინფორმაციით ვიდეო სერვისს არ შეუძლია გამოიკვლიოს ისეთი მუსიკალური განთავსებები რომელზეც საავტორო უფლება არ არის გაცემული.

Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანიებმა აშშ-ს საავტორო უფლებების ბიუროს წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნულია რომ YouTube-ის კონტენტის ამოცნობის ტექნოლოგია Content ID არ არის უნარიანი ამოიცნოს ყველა ფაილი რომელიც მომხმარებლების მიერ აიტვირთება.

Content ID იმისთვის გამოჩნდა, რომ არალეგალური კონტენტის განთავსების შემთხვევაში სერვისს შეტყობინება მისვლოდა. ჯამში საავტორო უფლებების მქონე პირები იღებენ შესაძლებლობას, დაბლოკონ კონტენტი ან მიიღონ შემოსავალი. Universal Music Publishing-ი ამტკიცებს, რომ Content ID ვერ ახერხებს 40%-ზე მეტი დარღვევით განთავსებული მუსიკის ამოცნობას. თავის მხრივ YouTube-ი, ამტკიცებს, რომ ტექნოლოგია 99,5%-ანი სიზუსტით უზრუნველყობს ამოცნობის მექანიზმის მუშაობას.

ასევე, YouTube-ის ინფორმაციით, თანხის 50% რომელსაც კომპანია იხდის მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის სწორედ Content ID-ის დახმარებით გენერირდება. Sony ამტკიცებს, რომ მსახიობების ზარალი Content ID-ის არასრულყოფილი მუშაობის შედეგად 7,7 მილიონ დოლარამდე ადის.