12.სექტემბერი .2019 13:15

ხაზარაძე "ლელოზე": ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია

views 241
უკან

"ლელო" ეს არის ძველი ქართული სახელი, ინსპირაცია გალაქტიონის ლექსმა მოგვცა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
 
"თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დადოს თავისი ლელო, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა, ჩვენ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელო" დღეს დააფუძნა. პრეზენტაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა