11.სექტემბერი .2019 14:13

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი: საქმეში ფულის გათეთრების არავითარი შემადგენლობა არ არის

views 340
უკან

"ყურადღება მინდა გავამახვილო კვალიფიკაციებზეც ანუ ბანკის ბრალეულობა ამ საქმიდან საერთოდ გამორიცხულია და ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს საკუთარი ბანკი მოეტყუებინათ და თაღლლითობით მიეთვისებინათ თანხა", - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


კორძაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალზე მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან  ისაუბრა. 


„რას ამბობს პროკურატურა, რა წერია ბრალში? ბრალში პროკურატურა ამბობს, რომ 2008 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, გადაწყვიტეს საკუთარი ბანკი მოეტყუებინათ.  ამისთვის გადაწყვიტეს, რომ ავთანდილ წერეთელს  დიდი ბრუნვები აქვს და შეუძლიათ წერეთლის ანგარიშის კარგად გამოყენება. შემდეგ ავთანდილ წერეთელს დაუკავშირდნენ და მისი მეშვეობით აიღეს თანხა, მიიღეს სესხად და დაიტოვეს ეს თანხა; 


ეს ასეც რომ იყოს ფულის გათეთრების არავითარი შემადგენლობა აქ არ არის. შესაძლოა იყოს თაღლითობა, რომელიც ხანდაზმულია, მაგრამ ფულის გათეთრება - არა, რადგან ყველა ის ოპერაცია, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ საბანკო გადარიცხვის გზით არის შესრულებული დაუფარავად. თუ ვინმე ფულის გათეთრების ფაბულას იცნობს, ეს დაფარვით უნდა გაკეთდეს და მიზანი არაკანონიერ ბრუნვაში არსებული ბრუნვისთვის კანონიერი სახის მიცემაა. პროკურატურა ვერანაირად ვერ იტყვის, რომ ეს ფული არაკანონიერია, თუნდაც მის ფაბულას გავყვეთ", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.


ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში მდგომარეობა სხვაგვარად იყო.


„სინამდვილეში ხდება ის, რომ 2007 წელს პრობლემა დადგა  „თიბისი ბანკის“ წინაშე, რომ მას ლიკვიდურობის პრობლემა გაუჩნდა და ეროვნულმა ბანკმა მისი კაპიტალის გაზრდა მოინდომა. შესაბამისად, დამფუძნებლებმა ამ თანხების მოძიება დაიწყეს. 2007 წელს „სამგორისგან“, რომელსაც ახლა პროკურატურა ამბობს, რომ მამუკამ და ბადრიმ ფულის გასათეთრებლად გამოიყენეს, მათ თანხა 7 მლნ დოლარი  ისესხეს; ამავდროულად ფული სხვა იურიდიული პირებისგანაც ისესხა და ეს ფული კაპიტალის გასაზრდელად იქნა გამოყენებული. წარმოიშვა კონკრეტული ვალი. ამის შემდეგ მალევე 4 უცხოელი პარტნიორისგან ნასესხები იქნა თანხა და დაფარული იქნა "სამგორის" ვალი. პირველი მოულოდნელობა რაც არის, არის ის, რომ რას შვრებოდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2007 წელს? ვარჯიშობდნენ,  რომ ფული გაეთეთრებინათ?“ - განმარტა კორძაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა