12.სექტემბერი .2019 21:56

ხაზარაძე: ჩვენ ასეთი სამარცხვინო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გვყოლია

views 521
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკრიტიკებს.

"მე რომ მევახშეს მეძახიან, თქვენ ხომ 35 ათას კვალიფიციურ ადამიანს, რომელიც საბანკო სისტემაში მუშაობს და ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია, აყენებთ შეურაცხყოფას?! როცა ხელისუფლება მოდის და ღიად გიპირისპირდება ყველაზე თანამედროვე, ინოვაციურ და წარმატებულ ინდუსტრიას და ამ დროს ხმას არ იღებს ონლაინ–ბანკინგის და მიკროსაფინანსოების აღვირახსნილობის თემაზე... და ხალხს ეუბნება, რომ ეს არის ბანკი და მილიარდ ნახევრამდე დავალიანებაში შედის ჩვენი მოსახლეობა და არცერთი სახელი არ ჩანს, ვინ არის ამის უკან და რეგულაციაშიც არ იყო მოხვედრილი და ჩვენ ასეთი სამარცხვინო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გვყოლია, მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომელმაც პრაქტიკულად არ იცის, როდის უნდა იყიდოს დოლარი, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავსებს ქვეყნის რეზერვს და ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ სისტემის დასაცავად, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული სისტემა. ეს თუ არ გავმიჯნეთ და მოსახლეობას სიმართლე არ ვუთხარით, რა არის მიკროსაფინანსოები, რომლებმაც დაღუპა ჩვენი მოსახლეობა... და აქვე, მინდა გითხრათ, როცა ყურში მხვდება – „თიბისი ბანკმა“ რამდენი ოჯახი გააუბედურა, ჩვენ როდესაც მონიტორინგს ვაკეთებდით, ბოლო 10 წლის განმავლობაში „თიბისი ბანკს“ არცერთი ადამიანი ჰყავს გამოსახლებული, მაგრამ ასეთი ინფორმაციის პროპაგანდა არ მიდის იმიტომ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი, რომ ვიღაცას თავისი პრობლემა დააბრალოს“, – განაცხადა ხაზარაძემ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა