12.სექტემბერი .2019 13:11

ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: პროექტი უნდა განხორციელდეს მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა

views 219
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოსა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში მოძრაობის დაფუძნების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომ შეარჩიეს ამ დღისთვის ანაკლია.

ხაზარაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტიცაა.

მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის ე.წ ჩინოვნიკების სერიოზული წინააღმდეგობისა ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს.

"ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ადგილი, სადაც 4 კილომეტრში არიან ჩვენი ძმები და სადაც ჩვენ ე.წ ხელოვნური საზღვრით ვართ გაყოფილები.

ჩვენი მოძრაობა დავიწყეთ აქედან მეორე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. აქ ხორციელდება პროექტი და უნდა განხორციელდეს, მიუხედავად საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობისა სახელმწიფოში მოკალათებული ე.წ ჩინოვნიკების და პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამიტომ ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ, ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის.

ეს არის უმნიშვნელოვანესი გასაკეთებელი პროექტი. ეს არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის პრაქტიკულად გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, ეს არის გარღვევა სამუშაო ადგილების შექმნაში და რაც მთავარია, ქვეყნის ფუნქციის დაბრუნება გეოპოლიტიკაში.

თქვენ იცით, რომ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75% საქართველოში დღეს ვერ შემოდის. მარტო ეს პატარა ფაქტი გასაგები რომ იყოს, მიგანიშნებთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, არამარტო ანაკლიაში, სრულიად საქართველოში, იმიტომ რომ ეს იქნება ჰაბი, ეს იქნება ინოვაციური ცენტრი, ეს იქნება მწვანე კონცეფცია დაფუძნებული სმარტ ქალაქის, სმარტ სითის მშენებლობა, რომლის პროექტირება დამთავრებულია და რომლის განხორციელებას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა