09.აპრილი.2016 12:22
ეკონომიკა

ხადური საფინანსო ზედამხედველობაზე: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

ხადური საფინანსო ზედამხედველობაზე: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის თემაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს თავისი მოსაზრება ჰქონდა. ასე უპასუხა ნოდარ ხადურმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - იყო თუ არა სავალუტო ფონდთან მემორანდუმის ხელმოწერაზე შეუთანხმებლობის მიზეზი ზედამხედველობის თემა.

"დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამაზე ჰქონდა სავალუტო ფონდს თავისი მოსაზრებები, მაგრამ იმის გამო, რომ საკითხი ამჯერად არის საკონსტიტუციო სასამართლოში, თავისთავად ცხადია, რომ საკითხი არ იხილება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მთავრობის გადასაწყვეტი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტი, ეროვნული ბანკი დამოუკიდებლები არიან და ჩვენ პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას", - განაცხადა ხადურმა.

- სად უნდა იყოს ზედამხედველობის სამსახური?

- საქართველოში. ეს სამსახური უნდა იყოს საქართველოში.

- კერძოდ?

- თბილისში, ცენტრალური ოფისი უნდა იყოს თბილისში.

- ეროვნულ ბანკში?

- იცით, რა არის, ამასთან დაკავშირებითაც თუ ვნახავთ სტრუქტურას სამეთვალყურეო საბჭოში, იქ საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი ეროვნული ბანკი და ამავე დროს ეს ერთ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ბანკის ნაწილი, როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის. მეორე შემთხვევაში კი, უნდა ყოფილიყო ბანკთან არსებული სტრუქტურა ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ იქნებოდა სრულიად დამოუკიდებელი, არამედ მის კონტროლს განახორციელებდა ეროვნული ბანკი.
ავტორი: თელარა გელანტია

21.აგვისტო.2019 21:20
140

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
271

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
221

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
169

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
125

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
178

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად