10.დეკემბერი .2015 16:59

ხაჭაპურის ინდექსი - იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება 3,66 ლარამდე გაიზარდა

views 1459
უკან

ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა. ISET-ის ინფორმაციით, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ინდექსი 3,66 ლარამდე გაიზარდა, რაც ოქტომბერთან შედარებით, 1,4 პროცენტით ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,6 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
 
ნოემბერში ყველა პროდუქტი გაძვირდა რომელიც ხაჭაპურის გამოსაცხობად არის საჭირო, გარდა ფქვილისა. 14,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ყველზე, 10,1 პროცენტიანი რძეზე, 5,3 პროცენტიანი კარაქზე. კვერცხზე ფასების ზრდამ 0,9 პროცენტი შეადგინა, საფუარზე კი 19,1 პროცენტი. რაც შეეხება ფქვილს, მისი ფასი ინდექსში 0,7 პროცენტით შემცირდა წლიურად, რასაც ISET-ი მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე შემცირებულ ფასებს უკავშირებს.

"სადღესასწოულო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, მოსალოდნელია რომ ხაჭაპურის ინდექსი კიდევ გაიზრდება, რაც პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნით იქნება გამოწვეული", - განმარტავენ ISET-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა