14.მარტი .2016 17:01

წყალტუბოში, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

views 2984
უკან

წყალტუბოში მდებარე სანატორიმ "მეშახტეში" საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება. ინვესტორმა კომპანიამ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც კომპანია "ქეი ბი ფი თბილისის" დირექტორმა, ზვიად ზვიადაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს, მათგან ორი კი საქართველოში ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ არის. ზვიადაძე ამ დროისთვის, კონკრეტულ ბრენდს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება და მასში 120 ნომერი განთავსდება. ინევსტიციის მოცულობა დაახლოებით, 40 მილიონი დოლარი იქნება.
 
კომპანიის დირექტორის განცხადებით, სამომავლოდ წყალტუბოში გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. წყალტუბოს სანატორიუმი საქართველოში "ქეი ბი თბილისის" პირველი ინვესტიცია. ზვიად ზვიადაძის განცხადებით, კომპანია სასტუმროების განთავსებას ბათუმში, თბილისსა და ბორჯომშიც გეგმავს.

ზვიად ზვიადაძე განმარტავს, რომ "მეშახტეს" ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმრო წყალტუბოში ყველაზე დიდი იქნება და პროექტის ფარგლებში სრულად მოხდება შენობის დერეფნების, აივნებისა და დარბაზებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. "მეშახტეს" შენობა არქიტექტურულ ნიმუშთა სიაშია შეყვანილი.

კომპანია სამშენებლო სამუშაოებს 2018 წელს დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით 2 500 000 დოლარად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა