17.ივნისი .2019 23:30

წყალში ჩაძირული თვითმფრინავი

views 1766
უკან

თურქული თვითმფრინავი Airbus A330, თურქეთის ჩრდილო-დავსალეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვაშია ჩაძირული, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ამ შემთხვევაში საქმე ავიაკატასტროფასთან არ გვაქვს: თურქეთმა ტურისტებისთვის ახალი ორიგინალური ატრაქციონის მოწყობა გადაწყვიტა. 

65 მეტრი სიგრძის ლაინერი, რომელიც ფრენისთვის 2018 წლის შემდეგ აღარ გამოიყენება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვაში წყალქვეშ 30მ სიღრმეზე ჩაძირეს.





1995 წელს გამოსული თვითმფრინავი, რომელიც დაახლოებით 90 ტონას იწონიდა, ანტალიაში დაშალეს და მისი ტრანსპორტირება ეგეოსის ზღვისკენ სატვირთო მანქანებით მოახდინეს.

იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს ატრაქციონი ყვინთვის მოყვარული ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა