10.აპრილი .2016 13:31

WTO-მ 2016 წლის მსოფლიო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი შეამცირა

views 1174
უკან

WTO-მ 2016 წლის მსოფლიო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი შეამცირა და 3,9%-ის ნაცვლად ამჯერად 2,8% დაასახელა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გაუმჯობესებულ შედეგებს 2017 წელს ელის და მომავალ წელს 3,6%-მდე ზრდის ტემპს ვარაუდობს.
 
ორგანიზაციამ ანალიზი მიმდინარე წლის ბანალისზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და არც ის გამოირიცხება რომ დასახელებული მაჩვენებელი კიდევ გადაიხედოს და შემცრდეს.

საქონლით გლობალური ვაჭრობა 2015 წელს 2,8%-ით გაიზარდა. აშშ დოლარის გამყარებისა და ნედლეულზე ფასების ჩამოშლის ფონზე ექსპორტი 13,5%-ით დაეცა, მომსახურების ექსპორტი კი, 6,4%-ით შემცირდა.