11.ივლისი .2019 18:50

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

views 353
უკან

9 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7 865.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (58.04 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 865.52 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა