მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიგნები, რომელსაც უორენ ბაფეტი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და სხვა ბიზნესმენები გვირჩევენ

5d36c0108764d
ლევან თაღიაშვილი
24.07.19 00:02
2453
უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ ზაფხულს ცნობილი და წარმატებული ადამიანები წიგნის მოყვარულებს მათ ფავორიტ წიგნებს და ავტორებს უზიარებენ; გამონაკლისი არც 2019 წელია.

The CEO Magazine-მა რამდენიმე ანტრეპრენიორისა და ფილანტროპის რჩეული წიგნები გამოაქვეყნა და მასში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, როგორიცაა ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი, ბრანაი ჩესკი და ა.შ.


მაგალითად, უორენ ბაფეტი, 88 წლის ცნობილი ინვესტორი გვირჩევს წიგნს, სახელწოდებით - The Intelligent Investo. მისი ავტორი ბენჟამინ გრაჰამია, წიგნი 70 წლის წინაა გამოცემული და როგორც ფილანტროპი ამბობს, მას ემოციური დისციპლინა ჩამოუყალიბა და მისი მულტი მილიარდერობის გზა გაკვალა.

ჯეფ ბეზოსის რჩეული კაზუო იშიგიროს The Remains of the Day-ა, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და მის ისტორიებზეა, რომელსაც ავტორი ღრმა სინანულით გადმოგვცემს. ბეზოსის თქმით, ის მსგავსი ნოველებით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე - ბიზნეს წიგნებით.

ილონ მასკმა არჩევანი Lord of the Flies-ზე გააკეთა; ის ბრიტანელი ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ გოლდინგის ნამუშევარია. 1950-იანებში დაწერილი წიგნი ბრიტანელ სკოლის მოსწავლეებზეა, მათ თავგადასავლებზე, გადარჩენაზე, საკუთარი თავის მოტივირებაზე. გარკვეულწილად მასკიც ასეთი ხასიათის მატარებელია და მისი ბიზნეს გემოვნებაც სწორედ წიგნის პერსონაჟების მსგავსია.


AirBnB-ის დამაარსებელი  ბრაიან ჩესკი  Steve Jobs biography-ს გვირჩევს უოლტერ ისააკსონის ავტორობით. ის ორ კალიფორნიელ გენიოსზეა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში სიმსივნით ამთავრებს სიცოცხლეს.

მარკ ცუკერბერგის ფავორიტი წიგნი  The Varieties of Religious Experience და World Order აღმოჩნდა, რომელიც უილიამ ჯეიმსის და ჰენრი კისინჯერის ავტორობითაა გამოცემული. როგორც გამოცემა წერს, ცუკერბერგი ძირითადად მეცნიერებაზე, ბიზნესსა და რელიგიაზე დაწერილ წიგნებს სწყალობს და აღნიშნული 2 ნაწარმოებიც ამ ჟანრს მიეკუთვნება.


წიგნის მოყვარულებისთვის რჩევებს არც სხვა ცნობილი ბიზნესმენები იშურებენ:

ტიმ კუკი - Biographies of Gandhi and Bobby Kennedy (ჯონ ლევისი)
სატია ნადელა - The Boys in the Boat (დენიელ ჯეიმსი)
სუნდაი პიჩაი - The Gene: An Intimate History (სიდჰარტა მუხერჯე)
ჯეკ დორსი - The Old Man and the Sea (ერნესტ ჰემინგუეი)
ლარი პეიჯი - Surely You’re Joking, Mr Feynman! - ავტობიოგრაფია
რუპერტ მერდოკი - The Rational Optimist (მეტ რიდლი)
სერ რიჩარდ ბრანსონი - Peter and Wendy (ჯეიმ ბერი)
სტიუარტ ბატერფილდი - Leadership and Self-Deception (არბინგერის ინსტიტუტი)
დანიელ ეკი - Black Box Thinking (მეთიუ საიდი)