მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WiFi-ით აღჭურვილი მიკროავტობუსები თბილისში მარტიდან გამოჩნდება

56cbf6ca2b8ca
ელენე გოგბერაშვილი
23.02.16 10:01
7867
თბილისელები სამარშრუტო ტაქსებში უფასო Wi-Fi-ით სარგებლობას 4 მარტიდან შეძლებენ. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" კომპანია WiFisher-ის დამფუძნებელი ნოდარ ივანიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე უფასო ინტერნეტის სისტემით დაახლოებით 14 მიკროავტობუსი აღიჭურვება.

"WiFisher-ი სტარტაპია, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო არხის შეთავაზების მიზნით, 5 თვის წინ შეიქმნა. სანამ მომხმარებელი ინტერნეტს დაუკავშირდება, ეკრანზე ჩნდება სარეკლამო ბანერი. ეს კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის ინტერნეტით განათავსონ Wi-Fi რეკლამა", - აცხადებს ნოდარ ივანიძე.
 
WiFisher-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს "სილქნეტთან", რათა უფასო ინტერნეტით სარგებლობა სკვერებშიც გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, უკაბელო ინტერნეტის სისტემა ამ დროისთვის თბილისში 70 ადგილას, გუდაურში და ბაკურიანშია განთავსებული. კომპანია აპრილიდან Wi-Fi-ით კუს ტბასაც დაფარავს.

WiFisher-ის დაფუძნებლები მომსახურების დანერგვას უახლოეს პერიოდში ერევანში გეგმავენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ესტონეთთანაც. ნოდარ ივანიძის თქმით, მათი სარეკლამო არხი საკმაოდ მოთხოვნადია და კომპანიამ 30 ლოკაციაზე კონტრაქტები უკვე გააფორმა.