მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება"

5d36f9067b2e8
თელარა გელანტია
23.07.19 17:00
899
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს რეკორდული თანხა - 400 მილიონი ლარი იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება. შესრულების დინამიკა შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია და სამჯერ მეტი თანხაა დახარჯული 6 თვის განმავლობაში, რაც სამჯერ მეტ შესრულებულ პროექტს ნიშნავს. მთლიანად, სამინისტროს ბიუჯეტის ნახევარი წლის ათვისება 100 პროცენტზე მეტია და ესეც ისტორუიული მაჩვენებელია. ამ შედეგს წინ უძღოდა ბევრი სისტემური ცვლილება პროექტების მართვისა და შესრულების მონიტორინგის ნაწილში. წლის ბოლომდე ვიმედოვნებთ უკეთეს მაჩვენებელს, მომავალ წელს კი, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტებიდან, 1 ივლისის მონაცემებით, დასრულებულია 750-ზე მეტი, 3500-ზე მეტ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაო, ხოლო 700-მდე პროექტზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო პროცედურებია დაწყებული.

„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 310 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება. შესაბამისად, ფონდიდან წელს 393 პროექტით მეტი, ჯამში კი, 1201 პროექტი დაფინანსდება. 6 თვის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 40 მილიონი ლარის 137 პროექტი. ფონდის ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37 მილიონით აღემატება და 62 მილიონ ლარს შეადგენს.

რეგფონდიდან 20 მილიონით ფინანსდება ჯანდაცვის ინფრასტრუტურის 405 პროექტი, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, წელს აშენდება 39 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, 104 ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 262 არსებულ ამბულატორიას.

გარდა ამისა, წელს პირველად ფინანსდება რეგფონდიდან მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მცირე სამუშაოები. ამჟამად 9 პროექტი მიმდინარეობს, სულ კი 20 მილიონი ლარის 156 პროექტი განხორციელდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.