24.აპრილი .2016 19:26

წელს, "გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

views 2212
უკან

2016 წლის ბოლომდე "გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანგული ტყებუჩავამ განუცხადა.

მისი განმარტებით, 32 მცირე ჰესის აშენებამდე "გროს ენერჯი ჯგუფმა" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები განახორციელა და ამჟამად, ეს დოკუმენტები განსახილველად ენერგეტიკის სამინისტროს აქვს.

"დოკუმენტების განხილვა ალბათ, უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტების განვითარების მეორე ეტაპი - მშენებლობის მემორანდუმების გაფორმება დაიწყება. ამ 32 პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია და ჯამური დადგმული სიმძლავრე - 300 მეგავატი. წლის ბოლოსათვის, გრაფიკით ყველა ობიექტის მშენებლობა უნდა დიაწყოს", - განაცხადა ტყებუჩავამ.

"გროს ენერჯი ჯგუფი" 2009 წელს დაარსდა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედგენას, დოკუმენტაციის მომზადებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აჭარაში "შუახევი ჰესის“ მშენებლობასაც უწევს ზედამხედველობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა