მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა

5d318d37424ac
BM.GE
19.07.19 13:23
2779
Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას AT.ge ავრცელებს.

კახა აბაშიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს.

რუსული Disney-ს ახალი გენერალური დირექტორი 1996 წლიდან კომპანიების Turner-ისა და Fox-ის რუსულ წარმომადგენლობებში მუშაობდა. 7 წლის განმავლობაში იკავებდა Fox International Channels-ის რეგიონული მენეჯერისა და Jetix Europe-ის კომერციული დირექტორის თანამდებობებს.

2008 წელს კახა აბაშიძემ მუშაობა დაიყო Disney-ში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში.

2014-2019 წლებში კახაბერ აბაშიძე უძღვებოდა Disney-ს ოფისს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.