მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo 507,000 დიზელის ავტომობილს უკან გაიწვევს.

5d2da522320a3
მიშა ხაჩიძე
16.07.19 14:17
671
Volvo 507,000 დიზელის ავტომობილს უკან გაიწვევს.

ევროპული ავტო-პორტალების ცნობით, მიზეზი ძრავასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ე.წ. "რიქოლი" 2014 -2019 წლებში წარმოებულ ავტომანქანებს შეეხება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკან გაწვეულ მანქანებს სახელოსნოში გადაიყვანენ და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას შეეცდებიან.

შვედურმა ავტოკონცერნმა ელექტროსისტემის გაუმართაობის გამო,  არაერთხელ გაიწვია მანქანები უკან.

მასშტაბური "რიქოლი" 2016 წელს იყო, როდესაც კომპანიამ მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 59 ათას ავტომობილი უკან დააბრუნა. მაშინ გაწვევას დაექვემდებარა 2015 წელს გამოშვებული 60 და 70 სერიის მოდელები, რომელთაც დიზელზე მომუშავე 5-ცილინდრიანი ძრავი ჰქონდათ.