13.აგვისტო.2019 13:51
ეკონომიკა, საზოგადოება

ვოლსკი ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე: ეს ე.წ. ტრენდი გახდა

ვოლსკი ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე:  ეს ე.წ. ტრენდი გახდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ტრენდული გახდა იმუნიტეტის მოსაპოვებლად პარტიის, ტელევიზიის შექმნა და დაანონსება.

„იმუნიტეტისთვის ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ ხოლმე. ამ ბოლო დროს ეს ე.წ. ტრენდი გახდა. ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვებით, სადაც ვიყავით თუნდაც შუალედურ არჩევნებზე, საზოგადოება გაცილებით უფრო გაზრდილია თავის მოთხოვნებში პარტიების მიმართ, პოლიტიკის მიმართ, საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებით და პოლიტიკურმა პარტიებმა ან მათი შექმნის მსურველებმა ძალიან სერუოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები. საზოგადოება ძალიან გაიზარდა და გაცილებით უფრო ნათლად ხედავს რეალურ სიტუაციას, იმის უკან რაც წინა პლანზე ჩანს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

23.აგვისტო.2019 16:30
87

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
552

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად