14.აგვისტო.2019 15:10
ეკონომიკა

„ვისაც ეჭვი ეპარება, დადგა თუ არა ტურისტული ინდუსტრია განსაცდელის წინაშე, ჩაბრძანდით აჭარაში“

„ვისაც ეჭვი ეპარება, დადგა თუ არა ტურისტული ინდუსტრია განსაცდელის წინაშე, ჩაბრძანდით აჭარაში“
„აეროპორტების გაერთიანება არის ჩვენი უწყება და სტატისტიკა, რომელიც გამოაქვეყნა აეროპორტების გაერთიანებამ, არის ჩვენი უწყების გამოქვეყნებული,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აეროპორტების გაერთიანების მიერ  საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობაზე გამოქვეყნებული სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ივლისში ბათუმის და თბილისის აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლება იყო, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - ზრდა, თუმცა ჯამურად, 7 თვეში მზავრთნაკადი 12%-ითაა გაზრდილი.


აღსანიშნავია, რომ  აეროპორტების გაერთიანების მიერ სტატისტიკის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის სახელით გავრცელდა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს ავიასანქციების გამო, 105,000 მზავრი დააკლდა. 


„მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება დადგა თუ არა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და მოსახლეობა განსაცდელის წინაშე მას შემდეგ, რაც 20 ივინისის მოვლენები მოხდა და ასე რადიკალურად შემცირდა რუსი ტურისტების ნაკადი, ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ გვკითხავთ ჩვენ მთავრობის წევრებს, რადგან ჩვენი პასუხები არ მოგწონთ. ჩაბრძანდით ქობულეთში, ბობოყვათში, ურეკში და ბათუმში, დაელაპარაკეთ მოსახლეობას და ძალიან ნათელი გახდება, რამხელა განსაცდელის წინაშე დადგნენ ეს ადამიანები, მცირე სასტუმროები. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ განსაცდელში მათ გვერდით დავუდგეთ და ეს ნეგატიური მოვლენა მაქსიმალურად ნეიტრალიზებული იყოს", - განაცხადა თურნავამ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

21.აგვისტო.2019 19:30
32

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
49

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
87

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
156

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
75

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
105

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად