16.მაისი.2019 09:15
ეკონომიკა

ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს Bitfury Group საქართველოში

ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს Bitfury Group საქართველოში
The Bitfury Group-ი Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების კომპანია და ბიტკოინ მაინინგის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროვაიდერია მსოფლიოში. კომპანია 2011 წელს დაფუძნდა. Bitfury Holding BV ჰოლანდიაშია რეგისტრირებული, სადაც Bitfury-ს მთავარი ოფისი მდებარეობს. აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით.

დღეს Bitfury სხვადასხვა სახის სერვისებს მსოფლიოს 17 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ჯგუფი წარმოდგენილია კანადაში, აშშ-ში, ისლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში,ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაში. Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის მეშვეობით.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი წარმოშობით ლატვიელი ვალერი ვავილოვია. ჯგუფის დირექტორთა საბჭო მსოფლიოში ტექნოლოგიურ სფეროში წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არის ეკონომისტი ერნანდო დე სოტო და ბილ ტაი.

Forbes-ი უკვე წლებია, Bitfury-ს მსოფლიოს უმსხვილეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ასახელებს. გამოცემა წერს, რომ "კომპანიის მთავარი მიზანია მსოფლიოში სერვისები და ტრანზაქციები გამჭვირვალე და უსაფრთხო გახადოს. ჯგუფის მუშაობამ საქართველო მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის წამყვან ქვეყნად აქცია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წარმოებული კრიპტოვალუტის მოცულობით საქართველო დღეს მსოფლიოს 10 ქვეყანას შორის შედის“. ამერიკულ Forbes-ში ბიტკოინის მაინინგზე სტატია აფხაზეთთან მიმართებითაც გვხვდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ აქტიურად ხდება კრიპტოვალუტების წარმოება, თუმცა არა Bitfury Group-ის დახმარებით. Forbes-ი წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან მოლაპარაკებებს Blockchain Consultants Ltd აწარმოებდა, რომელსაც Bitfury-სთან კავშირი არა აქვს.

Bitfury Group-ის საქმიანობა საქართველოში

ჯგუფი საქართველოში 2014 წელს შემოვიდა. თავდაპირველად მონაცემთა ცენტრი გორში გაიხსნა. 2015 წელს კი ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის მსგავსად, Bitfury-მ საქართველოში პირველი მეგა მონაცემთა ცენტრი გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტიანი სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი. 2018 წელს ჯგუფმა გლდანში მდებარე დატა ცენტრი აზიურ Chong Sing Holdings-ს მიჰყიდა. მაშინ ჯგუფში გადაწყვეტილებას აზიის ბაზარზე გაფართოების მიზნით ხსნიდნენ. დატა ცენტრის მყიდველი კომპანია ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას წარმოადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია,ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

სესხი "თანაინვესტირების ფონდისგან“ (GCF)

2014 წელს საქართველოში პირველი დატა ცენტრი გორში აშენდა, რისთვისაც Bitfury-მ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდისგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. აღნიშნული სესხი დაახლოებით 1 წელში - 2015 წელს "საქართველოს ბანკისგან“ (BOG) მიღებული სესხით ჩანაცვლდა. "თანაინვესტირების ფონდი" (GCF) არც გორის და არც გლდანის ცენტრში წილს არ ფლობს.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინში

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში გამოიყენა. კერძოდ, 2017 წლიდან, Bitfury Group-ის და ქართული მხარის თანამშრომლობით, ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება.

forbes.ge

25.მაისი.2019 00:20
60

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
106

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
152

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
98

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
93

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
304

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად