მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

43-მა ფარმაცევტულმა საწარმომ, შესაძლოა, საქართველოში მედიკამენტები ვეღარ გაყიდოს

BM.GE
12.12.22 11:37
340
GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 43 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა. მათ შორის არის თურმანიძე და სალხინოც. საქმიანობის შეზღუდვის გამო კომპანიებს ამ ეტაპზე საქართველოში მედიკამენტების გაყიდვა ეკრძალებათ. GMP (Good manufacturing practice) - არის საერთაშორისო სისტემა, რომელიც ხარისხიანი წამლის დამზადების გარანტიებს ქმნის. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში ამ სტანდარტების დანერგვაზე მსჯელობა 12 წლის წინ დაიწყო, მაგრამ რადგან ბიზნესი მზად არ იყო, სტანდარტების დაცვაც 2022 წლამდე სავალდებულო არ გამხდარა. 

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი;