მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყო მილიარდერი დევიდ კოხი, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

5d5ff4ac47f7c
ლევან თაღიაშვილი
23.08.19 23:40
2032
მილიარდერი დევიდ კოხი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება $50.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Koch Industries, რომელსაც ის და მისი ძმა ფლობდნენ, წელიწადში $110 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებდა და ძირითადად ნავთობს აწარმოებდა.

დევიდ კოხი ამავდროულად ფილანტროპიც იყო. მას $1.3 მილიარდი აქვს შეწირული ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრი. ის Forbes-ის მილიარდერების სიაში მე-11 პოზიციას იკავებდა 2019 წელს, ასევე Forbes 400-ის ტოპ–ათეულში შედიოდა 2018 წელს. გარდა ამისა, 2015 წელს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანების რეიტინგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მან 29-ე ადგილი დაიკავა.

დევიდ კოხმა კომპანიაში საკუთარი პოსტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო 2018 წელს დატოვა.