25.აგვისტო .2019 17:15

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

views 563
უკან

"რადიოქალაქის" პროექტი, რომელიც მუხიანში მრავალფუნქციური გასართობი სივრცის განვითარებას გულისხმობს, თბილისის მერიას აუქციონზე აქვს გამოტანილი.

როგორც BM.GE–ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა, აუქციონის ვადა 30 აგვისტოს იწურება.

"ინტერესი იყო ამ პროექტის მიმართ და ჩვენი დიდი ვარაუდით, დაფიქსირდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს. აუქციონის ფასი 30 მილიონი ლარი იყო და რა თქმა უნდა, ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს ეს პროექტი, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დროს შემუშავდა. დაახლოებით, ორ წელიწადში შეიძლება მივიღოთ ეს პროექტი მზად", – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ავტორია "კოლიერსი". "რადიოქალაქის" პრეზენტაციაზე, გასული წლის ბოლოს, მერიაში განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარია.

პროექტის დეტალები მოცემულია თბილისის მერიის ვებგვერდზე:
http://tbilisi.gov.ge/page/3173

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა