15.მაისი.2019 09:24
საზოგადოება

ვინ დაადგენს და დაიცავს საქართველოს საზღვრებს?

ვინ დაადგენს და დაიცავს საქართველოს საზღვრებს?
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ფორმირება დასრულებულია. საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იქნება, თუმცა ამ ფორმატში კომისიის თავმჯდომარეს მოადგილეს რანგში იქმნება სპეციალური პოზიცია: ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი” და ამ პოზიციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი მალხაზ მიქელაძე შეითავსებს.

კომისიის ძირითადი მიზანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება, გასატარებელი ღონისძიებათა კოორდინაცია იქნება.

18-წევრიან კომისიაში შედიან:

- საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან წურწუმია;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი - დიანა ბალარჯიშვილი;
- იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ დუნდუა;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ს/პ ვიცე-პოლკოვნიკი - ზვიად გორელიშვილი.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს უფროსი კარლო ცქიტიშვილი.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ირმა გაბუნია;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან მაჭავარიანი;
- ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი მინდია გრძელიძე;
- ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მერაბ არახამია;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი ირაკლი გოცაძე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი - გალაქტიონ ხახუბია;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − გრიგოლ კობიაშვილი;
- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი - ნოდარ ხორბალაძე;
- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი − თედო გორგოძე;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი − ზვიად ზვიადაძე;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი − მაია ზავრაშვილი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − გიზო ჭელიძე;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − გიორგი ლილუაშვილი;

24.აგვისტო.2019 18:50
287

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:45
218

Mostat - როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯები 39%-ით

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:05
147

შსს: 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაული 18.2%–ით გაიზარდა

ვრცლად
24.აგვისტო.2019 13:50
79

შსს: სოფელ საყავრეს ტყეში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, ახალსოფელთან ხანძარს ისევ აქრობენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 13:00
63

ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო

ვრცლად
23.აგვისტო.2019 18:53
248

23 აგვისტო - სახელფასო სხვაობის დღე საქართველოში

ვრცლად