15.აპრილი.2019 22:00
ეკონომიკა

ვინ აჭიანურებს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას? - ბიზნესომბუდსმენის ანალიზი

ვინ აჭიანურებს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას? - ბიზნესომბუდსმენის ანალიზი
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

„დაუშვებელია მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მსგავსი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ“, - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ 1 სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება.

„მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას“, - ამბობს ირალკი ლექვინაძე.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აპრილი.2019 22:00
38

"ერთი მინისტრი მეორეთი იცვლება და საქმე ბოლომდე არ მიდის"

ვრცლად
19.აპრილი.2019 21:00
271

ივა ჭყონია: "გიორგი ქობულიამ გაასწრო ქვეყნის ეკონომიკას და რეალობას"

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:20
116

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
107

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:04
94

აშენდება თუ არა ლაგოდეხში კაზინო?

ვრცლად
19.აპრილი.2019 18:32
140

საპენსიო დანაზოგების მოცულობა 170 მლნ ლარია, დარიცხული სარგებელი კი - 700 000 ლარს აღემატება

ვრცლად