12.ივლისი.2019 12:20
ეკონომიკა

ვიცეპრემიერი - სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ანაკლიის პორტის პროექტის მხარდასაჭერად

ვიცეპრემიერი - სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ანაკლიის პორტის პროექტის მხარდასაჭერად
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, არის ტრანს ევროპული პროექტი, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი და აზიელი ბიზნესმენებისთვის, რომ ისინი დაუკავშირდნენ ერთმანეთს, საქართველოს გავლით და საქართველოს მეშვეობით“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე: ,,მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირების თემაზე“ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტთან, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას. მისი თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო კონსორციუმს და კერძო ბიზნესს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში და რომ ეს მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ საუკეთესო გარემო და საფუძველი შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორცილებაში, ეს რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კერძო ინვესტორები და ყველა დაინტერესებული მხარე გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეარბილებენ და გაანეიტრალებენ ამ რისკებს. სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ სახარბიელო საფუძველი შეუქმნას ამ პროექტის განხორციელებას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

23.ივლისი.2019 00:05
29

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
729

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
564

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად