მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიაჩესლავ ჩირიკბა: აფხაზეთი რუსეთისთვის ხილის მიწოდების გაზრდას გეგმავს

56781addb104a
BM.GE
21.12.15 19:24
1555
"აფხაზეთი მზად არის რუსეთის ბაზარზე ხილის მიწოდების მარაგი გაზარდოს, - საჭიროა რუსეთის ბაზართან ახალი ფართო მასშტაბური პლანტაციების დაკავშირება, რომელიც ხილის ექპორტს რუსეთში კიდევ უფრო გაზრდის. აფხაზეთი ამისთვის მზად არის", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
 
ჩირიკბას თქმით, დღეს აფხაზეთს შეუძლია რუსეთის ბაზარს დიდი რაოდენობით ციტრუსი და სხვა ხილი, მათ შორის კივი, ფეიხოა, ლეღვი, ხურმა, ანანასი და თხილი მიაწოდოს.

ჩირიკბას განცხადებით, ამ ეტაპზე აფხაზეთისთვის, ეკონომიკაში პროგესი ძალიან მნიშვნელოვანია. "ეს აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სრულიად განსხვავებულ დონეზე ასვლის საშუალებას მისცემს, ამით კი ეკონომიკური სუვერენიტეტის მიღწევაც გაადვილდება". ჩირიკბა აღნიშნავს, რომ ამისთვის მათ ყველა რესურსი გააჩნიათ.