მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელობაში $5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

56defe8c57782
დავით ჯალაღონია
08.03.16 20:27
1610
წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ქარხანას კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" ააშენებს.
 
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ახალი ობიექტისთვის ინვესტიცია 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

"ეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტიპის ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა იქნება, სადაც ასევე ღვინიდან საკონიაკე სპირტს გამოვხდით. ქარხანა სამუშაოდ სექტემბრის დასაწყისში მზად იქნება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.