15.მაისი.2019 23:05
მსოფლიო

ვეგანურმა სტარტაპმა ამერიკელი "სელებრითებისგან" $300 მლნ-იანი ინვესტიცია მოიზიდა

ვეგანურმა სტარტაპმა ამერიკელი "სელებრითებისგან"  $300 მლნ-იანი ინვესტიცია მოიზიდა
ამერიკულმა კომპანია Impossible Foods-მა, რომელიც ვეგანური პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზირებული, 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ხორცის ალტერნატიულ მწარმოებელ კომპანიას თანხა ისეთმა ცნობილმა სახეებმა გადაურიცხეს, როგორებიცაა: მუსიკალური პროდიუსერი Jay-Z, მომღერალი კეტი პერი, ტენისის ლეგენდა სერენა უილიამსი და სხვები.

ამერიკული კომპანია „Impossible Foods“ ხორცის მცენარეულ ალტერნატიულ ვარიანტს ტესტავს.

მათი მიზანია, ისეთი პროდუქტის აღმოჩენა, რომელიც გემოთი და სუნით ხორცის მსგავსი იქნება, თუმცა მცენარეული წარმოებით. ამისთვის კომპანიის სპეციალისტები სოიოს, ლობიოს, ბარდასა და სხვა ბოსტნეულს იკვლევენ და იყენებენ.

CNN-ის ინფორმაციით, „სელებრითების“ მიერ ჩადებული ინვესტიცია ცხადყოფს, რომ „ხორცის ალტერნატივა ძალიან ტრენდულია“.

Impossible Foods-ი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს; ქსელი მომხმარებელს ხორცის ალტერნატიულ კლასიკურ - ‘’Whoppers“-ს სთავაზობს. მალე კომპანია ევროპული ბაზრის ათვისებასაც აპირებს.
ავტორი: მიშა ხაჩიძე

25.მაისი.2019 01:00
32

რა დაგიჯდებათ პაემანი მსოფლიოს ქალაქებში?

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
37

რუსეთის მილსადენი „დრუჟბა“ ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განაახლებს

ვრცლად
24.მაისი.2019 15:06
172

სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ვრცლად
24.მაისი.2019 13:19
468

ტერეზა მეი გადადგა

ვრცლად
24.მაისი.2019 10:20
486

Reuters: Tesla კრიზისშია

ვრცლად
24.მაისი.2019 00:10
146

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად