16.აპრილი.2016 14:12
ეკონომიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯანდაცვის ფინანსური რისკები სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯანდაცვის ფინანსური რისკები სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მოდიფიკაციაზე მუშაობს. როგორც გუშინ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სწორად გადანაწილება.

"საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიდგომა არის არასწორი, როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად", - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის ფინანსური რისკი დღეს მთლიანად სახელმწიფოზეა, რაც არასწორია. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ეს რისკი თავის თავზე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა აიღონ.

"ჯანდაცვის რისკები მთლიანად მთავრობაზეა გადატანილი.  სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის რისკის საკუთარ თავზე აღება უნდა დაიწყონ. 

ჩვენ გვყავს ერთი მონოპოლისტი დამფინანსებელი, რომელიც ტექნიკურადაც ვერ ართმევს თავს ხარჯების კონტროლს. შარშან 100 მილიონით მეტი დაიხარჯა, რა გარანტია გვაქვს რომ წელსაც იგივე არ მოხდება.

მოსახლეობის შედარებით მდიდარ ფენას სახელმწიფო არ უნდა უფინანსებდეს ჯანდაცვას. მაგრამ მეორე ნაწილი ის არის, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის დაინტერესებული რომ გააკონტროლოს ხარჯები. ეს ფინანსური რისკები უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, ის დაინტერესებული იქნება მოგებით და შესაბამისად უკეთესად გააკონტროლებს ხარჯებს, ვიდრე დღეს ამას აკეთებს სახელმწიფო დამფინანსებელი. ამ დასკვნამდე, რომ მივა ჩვენი პრემიერი და მთავრობა უკეთესად იქნება შემდეგ საქმე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

21.ივლისი.2019 20:50
186

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
886

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
399

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად
21.ივლისი.2019 18:40
436

"ფორსაჟი 9"–ის რომელ მონაკვეთს გადაიღებენ საქართველოში?

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:50
245

ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი ისევ განხილვის ეტაპზეა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:05
214

გიორგი ეზუგბაია: რუსეთის ბაზარი ღვინის მსხვილი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია

ვრცლად