მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ჭარაია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოზე: ეს ის ხალხია, რომელთა ნდობაც ჩვენ შეგვიძლია

5d25f6dae55cf
BM.GE
10.07.19 18:28
648
,,საბჭოს წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა დაუშვან. მათ უკან არის ათეულობით წლის გამოცდილება და ეს დოკუმენტურადაც დასტურდება"-ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

მისი თქმით, საინვესტიციო საბჭოს წევრებს თავიანთ ქვეყნებში საპენსიო ფონდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვთ.

"არა მხოლოდ საპენსიო ფონდების, არამედ კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სექტორში მონაწილეობის ათეულობით წლის გამოციდლება აქვთ. შესაბამისად, ეს ის ხალხია, რომელთა ნდობაც ჩვენ შეგვიძლია.

რა თქმა უნდა ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე, პირველი ხუთი წელი ვალდებულებაც კი არის საკანონმდებლო დონეზე რომ კაპიტალის 80% რაც მათ ექნებათ უნდა დააბანდონ ადგილობრივ რესურსებში, ხოლო 20% გატანა შეუძლიათ საზღვარგარეთ. 5 წლის მერე უკვე რა ნაბიჯებს გადადგამენ ეს უკვე უფრო საინტერესო იქნება" -აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ექსპერტი ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გამართულ შეხვედრაზე მან პირადად მოისმინა საინვესტიციო საბჭოს წევრების მოსაზრებები, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა განავითარებს კაპიტალის ბაზარს და კომპანიებს მეტად გამჭირვალეს გახდის.