24.დეკემბერი .2015 13:16

ვატო ლეჟავა პრემიერის გადადგომაზე: გასაგები გახდა, რომ ყველაფერი გაუგებარია

views 1146
უკან

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში ცვლილებებს არ ელოდება. ლეჟავა ბიზნესკონტაქტთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიზნესისთვის სიტუაცია არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში შეიცვლება. ''გასაგები გახდა, რომ ყველაფერი გაუგებარია. მგონია, რომ პრემიერის წასვლას ბიზნესგარემოზე გავლენა არ ექნება, არ შეიცვლება სიტუაცია. ბევრი პრობლემა, რომელიც საქართველოში იყო, სწორედ ამ გაუგებრობით იყო გამოწვეული. არ იყო ხედვა, არ იყო მოლოდინი რომ ქვეყანაში კურსი ან პოლიტიკა არსებობს, რომელიც გაგრძელდება ან გაძლიერდება, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება და ეს არის ცუდი, - აცხადებს ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა